Loading data...
ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 19 ოქტომბერს მოხდა.