Loading data...
ბათუმში მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა. 

არსებული ცნობით, მცირეწლოვანი ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.