1788003333
ამინდი
წვიმა, ელჭექი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.