1776687471
სამართალი
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
არსებული ცნობით, მანქანა ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.