Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1687 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1771 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0600 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 აპრილს შევა ძალაში.