Loading data...
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.