1776685484
სამართალი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდარღვევა დაფიქსირებულია და საქმე შესაბამის სამსახურს გადაეცა
„ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სამართალდარღვევის დაფიქსირება“, - ამ განცხადებით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში ავტომობილები კანონდარღვევით გადაადგილდებოდნენ.
„სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეგზავნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ყველა პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა“, - აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.