1795353771
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე - გავრცელებული ცნობით, დაზიანებულია 8 მანქანა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.