Loading data...
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - დაშავდა 1 ადამიანი

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.