Loading data...
ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.

მიმდინარეობს გამოძიება.