Loading data...
ავარია წალენჯიხაში - დაშავდა 6 ადამიანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.