1760897184
სამართალი
ავარია თელავში - დაშავებულია 15 წლის მოზარდი

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა. ერთმანეთს, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 15 წლის მოზარდი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.