Loading data...
ავარია თელავში - დაიღუპა 1 ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.