Loading data...
ავარია თბილისში - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.