1780237688
სამართალი
ავარია თბილისში - დაღუპულია კურიერი
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე მოხდა. ერთმანეთს ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.