Loading data...
ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე - დაიღუპა 2 ადამიანი

თბილისი-კახეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.