Loading data...
ავარია სამტრედიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დაღუპული მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავარიის ამსახველ ფოტოს „გურია ნიუსი“ ავრცელებს.