Loading data...
ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანი აშშ-ს არ ენდობა

„ირანი აშშ-ს კვლავ არ ენდობა“, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ჩვენ ამერიკელებს არ ვენდობით. მოლაპარაკებების დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნათლად განვუცხადე, რომ ჩვენ მათ არ ვენდობით“, - აღნიშნა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი გააგრძელებს თავდაცვისთვის მზადებას, აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგაც კი.

„მიმაჩნია, რომ აშშ-სთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ომისთვის მზად არის“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

ღალიბაფმა დასძინა, რომ ირანი არ დანებდება.