Loading data...
ავარია სამტრედიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 26 ივლისს მოხდა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 1 მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.