1746262539
სამართალი
ავარია ხობში - დაიღუპა 25 წლამდე ახალგაზრდა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად, 25 წლამდე ახალგაზრდა დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულ ახალგაზრდას, მანქანაში არასრულწლოვანი ძმა ეჯდა, რომელიც ავარიისას დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.