1747767037
უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრამპი პუტინთან არანაირ დათმობაზე არ წასულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან არანაირ დათმობაზე არ წასულა. აღნიშნული განცხადება რუბიომ სენატში მოსმენისას გააკეთა.
რუბიოს თქმით, კრემლის მეთაურმა დღეს გაიღვიძა და არაფერი შეცვლილა: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, უკრაინას კი, იარაღი კვლავ მიეწოდება.
„მან ერთი დათმობაც კი ვერ მიიღო“, - თქვა რუბიომ პუტინზე საუბრისას.
რუბიომ უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც პუტინი ტრამპთან თამაშობდა.
„პუტინზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს“, - განაცხადა სენატორმა.