1736096517
                
            
            
            
                სამართალი
            
        ავარია ქარელში - დაღუპულია ერთი ადამიანი
 
        ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, მეორე ახალგაზრდის მდგომარეობა კი მძიმეა”, – უთხრეს მედიასაშუალებას.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბეტონის ბორდიულს შეეჯახა.
 
            