Loading data...
ავარია გონიოში - არიან დაშავებულები

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. 

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.