1737292553
სამართალი
ავარია გარდაბანში - დაიღუპა 20 წლამდე ბიჭი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავარიას 20 წლამდე ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 2 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.