Loading data...
ავარია ბათუმში - დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მოპედი შეეჯახა.

ამავე ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.