1765948475
სამართალი
არჩილ გორდულაძე: პირებს, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობები, აღუდგებათ, ამავდროულად, ინიციატივის მეორე ნაწილი გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრებას
„ახალი წლიდან, ეტაპობრივად, პირებს, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობები, აღუდგებათ, შეეძლებათ, რომ თავის სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლონ. ამავდროულად, ინიციატივის მეორე ნაწილი გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ინიციატივის მეორე ნაწილი გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრებას და პირებს თუ აქამდე ჰქონდათ ფიქრი, რომ შეეძლოთ, რომ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ მიმართავდნენ საპატრულოს და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაიბრუნებდნენ მოწმობებს, ასეთი უფლებამოსილება აღარ იქნება და კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება“, - აცხადებს გორდულაძე.