Loading data...
ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო

ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაცია Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვარის მიმართულებით, იახტკლუბის ბეტონის გალავნით გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვერ შეძლო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.