1778264145
სამართალი
ახალციხეში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.