Loading data...
ახალქალაქში ცოლმა ქმარი თავდაცვის დროს დაჭრა - კაცი დაკავებულია

ახალქალაქში ქალმა ქმარი დანით დაჭრა.

გავრცელებული ცნობით, ცოლმა ქმარი თავდაცვის დროს დაჭრა. 

ამავე ინფორმაციით, კაცი მუდმივი ძალადობისა და ქალის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავეს.

დაკავებულ კაცს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.