ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმინა.
ანგარიში ასახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა; სიცოცხლის უფლება; წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენცია; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; საარჩევნო უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; თანასწორობის უფლება; რწმენისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება; საკუთრების უფლება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება; გარემოს დაცვის უფლება; შრომის უფლება; ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; ბავშვთა და ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ეროვნული უმცირესობების დაცვა; სამოქალაქო ინტეგრაცია და სხვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტებით იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში