Loading data...
„4 ადამიანის მკვლელობა და 1 პირის დაჭრა“ - რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მკვლელობასა და 1 პირის დაჭრაში ბრალდებული, გიორგი ორველაშვილი დანაშაულს აღიარებს. 

ბრალდებულის ადვოკატის ელდარ შენგელიას ცნობით, სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება, მისივე თქმით, ჩანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

„საგამოძიებო უწყება ედავება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. თვითონ აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. სპეციალისტი არ ვარ და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა თქმა უნდა, დაინიშნება. სამწუხაროდ, მოტივებზე არ ლაპარაკობს არაფერს“, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. თავდასხმაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.