Loading data...
ზაუტაშვილი კურსებში არსებულ ვითარებაზე: რიგ ადგილებზე მეწყრული პროცესი შეჩერების ეტაპზეა

რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რიგ ადგილებზე მეწყრული პროცესი შეჩერების ეტაპზეა.

„თუმცა, რჩება გარკვეული ზონები, სადაც ეს პროცესები ისევ გრძელდება. მოსახლეობა ძალიან გაგებით ეკიდება არსებულ სიტუაციას, მუნიციპალიტეტი და [სახელმწიფო] რწმუნებულის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობა თითოეულ დეტალზე ჩააყენონ საქმის კურსში“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.