Loading data...
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.