1746252493
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და ბათუმში გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.