1757916631
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია

აჭარის მთავრობს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ახალი მიზნებისა და შესაძლებლობების დასაწყისია. გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი იყოს ნაყოფიერი, წარმატებითა და გამარჯვებებით სავსე. განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნა და მიღწევები ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და კეთილდღეობის გარანტი იქნება,”- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.