Loading data...
შუახევში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

შუახევში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შუახევის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2,5 მეტრს, ხოლო დაბა შუახევში 1 მეტრს აღემატება.

როგორც მერიაში აცხადებენ, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.

„იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. გაიწმინდა ასევე დაბის ქუჩები და ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან მისასვლელი გზა. 

სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი.

ამ დროისათვის, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მოსახლეობას ეტაპობრივად მოუგვარდება აღნიშნული პრობლემა.

შუახევის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში იქნეს აღმოფხვრილი დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები. მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი 599 85 20 80“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.