1746526749
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა.
ალექსანდრე ზაგაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
წლების განმავლობაში, იგი მუშაობდა შპს „ბორჯომჰესის“ პროექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე; 2017-2021 წლებში, ეკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა „არქმასტერის“ ტექნიკურ დირექტორად, ასევე, „იორკ თაუერსის“ მთავარ არქიტექტორად.