Loading data...
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირის თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით განისაზღვრა.
ჩემპიონატის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოჭადრაკეები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს,აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით გაიმართა.