1773771201
რეგიონი
ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე
სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის - ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.
„მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებას და სამინისტროს, რომელიც პირველივე დღიდან ჩართულია არსებული პრობლემების მოგვარებაში“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი 12 მარტს განვითარდა. სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.