Loading data...
ქუთაისის მერია: ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში

„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში.

ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია.