Loading data...
ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე ცალკეულ მონაკვეთებზე მეწყრული პროცესები და ქვათაცვენა განვითარდა - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

უხვი ნალექის გამო ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცალკეულ მონაკვეთებზე მეწყრული პროცესები და ქვათაცვენა განვითარდა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაიწმინდა საავტომობილო გზები.

ყველა მიმართულებაზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.