1787122816
რეგიონი
ხონის მუნიციპალიტეტში 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ხონი-სამტრედიის ტერიტორიაზე ახალი მახარაძის გამანაწილებელი არხი ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად გაწმინდა.
არხის მოწესრიგების შედეგად, 40 აბონენტის წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა, 55 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დროულად და ეფექტიანად მორწყან.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.