Loading data...
გურიის სახელმწიფო რწმუნებული: მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე, სათბობი შეშა. არც ერთი ჩვენი მოქალაქე ყურადღების მიღმა არ დარჩება

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, გურიის რეგიონში მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი და მობილიზაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 

„ასევე, სატყეო სააგენტოს მიერ მობილიზებულია სათბობი შეშა. არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე, გაზმომარაგების აღდგენის კუთხით.

ტვირთის მიწოდება, სადაც მანქანით გადაადგილება არის შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალებებით. ასევე, ტვირთი მიეწოდება ისეთ ადგილებში, სადაც ჯერჯერობით მანქანით გადაადგილება შეუძლებელია სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით“, - აცხადებს გიორგი ურუშაძე.