Loading data...
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

მისივე თქმით, ზიანი სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნება შეფასებული.

„მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.