1777189771
რეგიონი
ბორჯომში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვები ახალგაზრდებს გააცნოს. განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
„დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.