Loading data...
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა განხორციელდა.

მიმდინარე სამუშაოები ეტაპობრივად მოიცავს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტის დემონტაჟს, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია და ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაშია.