აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.
2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი.
პროგრამით უკვე ისარგებლა დარჩიძეების ოჯახმა, სადაც 6-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტყუპი ქალ-ვაჟი ვიკა და დაჩი დაიბადნენ. ახალშობილები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს და მშობლებს ბავშვების დაბადება მიულოცეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.