Loading data...
ზვიად შალამბერიძე: პარტიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეწინააღმდეგებიან ჩვენს კონსტიტუციას, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

მმართველი გუნდის წევრი ზვიად შალამბერიძე უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის განვითარებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.

„პარტიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეწინააღმდეგებიან ჩვენს კონსტიტუციას, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

ამის გამოძახილია ის გადაწყვეტილება, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ უნდა დავამატოთ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იმ სარჩელში, რომელიც აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვქონდა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.