Loading data...
ზვიად შალამბერიძე ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე: ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი - ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ ცალ-ცალკე მომზადებულ რეზოლუციის პროექტებზე ისაუბრა.

შალამბერიძემ პროექტებს ყველაზე არასერიოზული უწოდა.

„ევროპარლამენტში უკვე იმდენი რეზოლუცია მიიღეს, რომ ამის სერიოზულად აღქმა აღარ შეიძლება. ყველა სხვა რეზოლუციასთან შედარებით, მე ამას ყველაზე არასერიოზულ რეზოლუციას დავარქმევდი ევროპარლამენტის მიერ მიღებულს. ფაქტები დამახინჯებულად აქვთ მოყვანილი და ჯიუტად განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.

როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურამ და ევროკავშირის ელჩმაც აღიაროს და დაგმოს ის ძალადობრივი ნაბიჯები, რასაც ისინი ვითომ მშვიდობიან დამხობას უწოდებენ. მსოფლიომ ნახა კადრები, როგორი იყო „მშვიდობიანი დამხობა“. ეს რეზოლუციები თავიდან ბოლომდე სიმართლისგან დაცლილია“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.