Loading data...
ზვიად შალამბერიძე: ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ დაიდოს დოკუმენტი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე და იმ დღესვე მოვაწერთ ხელს, ეს პოზიცია არსად არ წასულა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ შეჩერებულა, ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ტრიოში უნდა ვიყოთ ყველაზე უფრო მეტად მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არ ყოფილა ლიტონი სიტყვები, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ასე უხვად ვისმენთ ხოლმე აუცილებლად შერბილებული იქნება და გადავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უფრო პრაგმატულ ურთიერთობაზე ისე, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს წინსვლას“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ზვიად შალამბერიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს ბრიუსელი, გეოგრაფიას გვერდს ვერ აუვლის და ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოსთან საუბარი.

„მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებები დაკავშირებადობასთან მიმართებით, რომ საქართველოს უჭირავს სტრატეგიული ადგილი, რომელიც ყველასთვის არის მისაღები. ამის პარალელურად ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ბიუროკრატია იღებს ახლა საქართველოს მიმართ არის დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკაზე და ყველა გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული, იყო პოლიტიკური. არც ერთი არ იყო იმ პრაგმატულ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად არის დღევანდელ დღეს საქართველო იქ, სადაც არის და ამ შემთხვევაში მოლდოვა და უკრაინა იქ, სადაც არის. გეოგრაფიას ვერავინ ვერსად ვერ წაუვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ასე უხვად ვისმენთ ხოლმე აუცილებლად შერბილებული იქნება და გადავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უფრო პრაგმატულ ურთიერთობაზე ისე, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს წინსვლას.

ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ დაიდოს დოკუმენტი საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე და იმ დღესვე მოვაწერთ ხელს. ეს პოზიცია არსად არ წასულა. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ შეჩერებულა. ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ტრიოში უნდა ვიყოთ ყველაზე უფრო მეტად მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არ ყოფილა ლიტონი სიტყვები, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.